ჩინეთში, დედამ ვაჟის ქორწილში აღმოაჩინა, რომ სარძლო თავისი დიდი ხნის წინ დაკარგული შვილი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
დედამ დაკარგული შვილი ქორწილის დღეს, ხელზე თანდაყოლილი ლაქის საშუალებით იცნო.
აღსანიშნავია, რომ ქორწილი ჩატარდა, რადგან როგორც აღმოჩნდა, კაცი ნაშვილები იყო და ნათესაობრივად ცოლ-ქმარი ერთმანეთთან დაკავშირებული არ იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ვაჟი, ქალიშვილის მრავალწლიანი უშედეგო ძებნის შემდეგ იშვილა.