“ვაქცინაციაა ჩვენი ხსნაო, სულ ამბობდა სოფო და დღეებს ითვლიდა ვაქცინის შემოტანამდე…. დაგვაგვიანდა! “

379

ნინო შუბლაძის დედ-მამა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.

ამის შესახებ ტელეჟურნალისტი ავრცელებს ინფორმაციას სოციალურ ქსელში, რომელსაც თან დასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ურთავს. როგორც შუბლაძე წერს, მისი და, რომელიც ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლამდე გარდაიცვალა, ამ დღეს განსაკუთრებულად ელოდა.

“ასე ერთად ვგეგმავდით მშობლების აცრასაც…. ვაქცინაციაა ჩვენი ხსნაო, სულ ამბობდა სოფო და დღეებს ითვლიდა ვაქცინის შემოტანამდე…. დაგვაგვიანდა! 🥲

ჰოდა, გუშინ დედაც და მამაც აიცრნენ, მშვიდობით ჩავიარეთ Sopo 🙏❤”- წერს ნინო შუბლაძე.