“იმათ, ვისაც გაინტერესებთ, მატარებელი რატომ ვერ შევნიშნე, რატომ არ გავაჩერე …”

283

ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი სალომე ფაცაცია, რომელიც 24 მარტს ავარიაში მოჰყვა, სოციალური ქსელის საშუალებით მედიკოსებს, საეკელესიო პირებს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
“მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის.მადლობა წმინდა გაბრიელს მფარველობისთვის.
არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, ყველას სათითაოდ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. თავი ჰოლივუდის ვარსკვლავი მგონია, მთელი არმია კეთილი ადამიანების ჩემს გვერდით იყავით და ხართ ამ გამსაცდელის ჟამს,დიდი მადლობა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას,
მეუფე გერასიმეს, ფრიდონ ასათიანს, დედა დინარის, მამა ექვთიმეს, ოჭანეს წმ.ნინოს დედათა მონასტერს, კორცხელის დედათა მონასტერს, დედა ნანას, მცხეთის სამთავრო მონასტერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას,
ზუგდიდის მერს ბატონ გიორგი გეგა შენგელიას, ჩემს მეგობარს კონსტანტინე კაკავას, თაზო ფაცაციას, ედიტა კოდუას, ბატონ მერაბ ქვარაიას,
ბატონ ირაკლი ჩიქოვანს, გიორგი ჩიქოვანს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს.
ბოდიში, თუ ვინმე გამომრჩა. ყველა ჩემს მეგობარს (არცერთს არ გნიშნავთ, რადგან უამრავი ხართ)მადლობა საპატრულო პოლიციას, ირაკლი ჭითანავას, მადლობა იმ უცნობ ადამიანს, ვინც სასწრაფოს მოსვლამდე ჩემს დასისხლიანებულ თავს გულში იხუტებდა….
ახლა, რაც შეეხება კლინიკას, სადაც ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქნიან. დავიწყებ ლევან რატიანით.
ტკივილისგან გამწარებულს ტელეფონში ხმა მესმის, “მოლართ კუჩხის ქიგგორინუანქ”, მითხრა და ორ წუთში ხელი მოვაწერე თბილისში გადაყვანაზე,სიტყვები არ მყოფნის ამ ადამიანის საქები, ეს ადამიანი არის ანგელოზი დედამიწაზე, ყველაზე ძლიერმა ტკივილდამაყუჩებელმა ვერ დამიყუჩა ტკივილი….ტკივილისგან, ცრემლით დასველებული სახე მისმა “ბუთქუჩა” თითებმა ჩამიხუტა და ტკივილმაც გამიარა, პროფესიონალი, თავის საქმის მცოდნე, ჩვენ ის უფალმა გამოგვიგზვნა და უნდა გავუბრთხილდეთ. რეანიმაციაში ვითვლიდი თუ რამდენ ადმიანს ჩუქნიან სიცოცხლეს, რამდენ ოჯახს აბედნიერებენ. გიორგი ბარაბაძე თავის საქმის პროფესიონალი,უთბილესი და ყურადღებიანი ადამიანი, რეანიმაციის მთელს გუნდს ძალიან დიდი მადლობა. გიორგი ჩიქოვანს, თიკო ექიმს, რომელიც ორსულადაა და 24 საათი სხვების სიცოცხლის გადასარჩენად რეანიმაციაშია, მადლობა ჩემს ექიმებს გიორგი ობგაიძეს, ლევან ჩიკვატიას,ირაკლი გარდავას,ბესოს ყველანი ხართ პროფესიონალები.
არ ვიცი, მაპატიეთ ბოლომდე ვერ ვწერ ჩემს სათქმელს.
დღეს გამომწერეს,მარცხენა ფეხზე გამიკეთდა მენჯ ბარძაყის და წვივის ოპერაცია. სახლში, თბილისში გავივლი რეაბილიტაციის პერიოდს,მჯერა ღვთის მადლით მალე დაგიბრუნდებით და ძალიან მალე წამოვდგები ფეხზე.
P.Sიმათ ვისაც გაინტერესეთ,მატარებელი რატომ ვერ შევნიშნე,რატომ არ გავაჩერე და ა.შ…..ყველაფერი უფლის ნებაა.
გავუბრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი!!!გვახსოვდეს!!!წამია წუთი სოფელი.
ბოდიში მატარებლის მემანქანეს, რომელიც ავაფორიაქე..
(ტელეფონზე ჯერჯერობით ვერ დამიკავშირდებით)
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,საქართველოს მთავრობა, უნდა იამაყოთ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკით.”-წერს სალომე ფაცაცია.
ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი სალომე ფაცაცია ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. ავტომობილს, რომელსაც ის მართავდა მატარებელი შეეჯახა.