სიმპათიური, სექსუალური, მიმზიდველი, ჭკვიანი – ეს ირაკლი მაქაცარიაა, რომელზეც ბევრი ქალი ოცნებობს. ის ჟურნალისტებთან საუბრისას ხშირად აღიარებდა, რომ შეყვარებულია და უხილავი „ფრთები ჰქონდა შესხმული, თუმცა, თავის ტრფობის ობიექტს მალავდა.
ჰოდა, დღეს ყველასთვის მოულოდნელად მაქაცარიამ სოციალურ ქსელში ცხოვრების სიყვარულის ფოტო გამოაქვეყნა.
იცნობდეთ, მაქაცარიას რჩეულს უმშვენიერს ლიზა ჩიჩუას.
„ვაუ, ლამაზებო“, „გილოცავთ ძმაო“, „ერთად ძალიან ლამაზები ხართ“, „უხდებით ერთმანეთს“ – წერენ ირაკლის და ლიზას მეგობრები ფოტოს კომენტარებში.