“დედაჩემს მრავლობითი ჰემატომა აქვს სახეზე, ცურვით გამოვიდნენ“ – რას ჰყვება რუსა ჩაჩუა გამრეკელის ქუჩაზე მომხდარის შესახებ

45

მო­დე­ლი რუსა ჩა­ჩუა ორი დღის წინ, მიც­კე­ვი­ჩი­სა და გამ­რე­კე­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თის მიმ­დე­ბა­რედ მომ­ხდარს ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­ლის და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი წყალ­დი­დო­ბით, რა­მაც კორ­პუ­სი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბი და­ა­ზი­ა­ნა, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც და­ზა­რალ­დნენ.

ჩა­ჩუ­ას თქმით, მილ­სა­დე­ნის ავა­რი­ის დროს სახ­ლში მისი დედა და შვი­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ყვე­ლა­ფე­რი ღამე და­ი­წყო და წყალ­მა იმ­ხე­ლა ნიშ­ნულს მი­აღ­წია, რომ ბი­ნა­ში მყო­ფებს ცურ­ვით მო­უხ­დათ გა­მოს­ვლა.
“ვინც მკი­თხუ­ლობთ, მინ­და ერ­თად გი­პა­სუ­ხოთ.

დე­და­ჩე­მი და ძიმ­კა კარ­გად არი­ან. მარ­თლა სას­წა­ულს გა­და­ურჩნენ, დე­და­ჩემს მრავ­ლო­ბი­თი ჰე­მა­ტო­მა აქვს სა­ხე­ზე. ცურ­ვით გა­მო­ვიდ­ნენ.

 
დე­და­ჩე­მი და ძიმ­კა იყ­ვნენ სახ­ლში. ღამე, ოთხის ნა­ხე­ვარ­ზე გა­მო­ხეთ­ქა წყალ­მა და წე­ლამ­დე წყალ­ში მო­ცუ­რავ­დნენ,“ – აღ­ნიშ­ნავს მო­დე­ლი თა­ვის ვი­დე­ო­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, 18 ნო­ემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას, სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში, მიც­კე­ვი­ჩი­სა და გამ­რე­კე­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თის მიმ­დე­ბა­რედ, მა­გის­ტრა­ლუ­რი წყალ­სა­დე­ნი ავა­რი­უ­ლად და­ზი­ან­და და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია და­იტ­ბო­რა. ძლი­ე­რად და­ზი­ან­და კორ­პუ­სი და ბი­ნე­ბი.

“ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მოხ­და კომ­პა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი და სა­ა­ვა­რიო ჯგუ­ფე­ბის და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბა. კომ­პა­ნია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ხარ­ჯე­ბის სრუ­ლად ანა­ზღა­უ­რე­ბას დაჰ­პირ­და.