ეკა ბესელიას გამოხმაურება ვატო შაქარიშვილის ფეისბუქ პოსტზე, რომელიც მან “უცნობი”-ს მიერ ორგანიზებული აქციის შემდეგ გამოაქვეყნა ფეისბუქზე. თავად შაქარიშვილიც ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
“ბევრი ადამიანის დაცემა და საკუთარი თავის გადაბიჯება მინახავს, უკადრებელს რომ კადრულობენ, მაგრამ ამ პატარა ბიჭის, შაქარიშვილის ამ მდაბიო სტატუსმა გამაოგნა!
მისგან მართლა არ ველოდი (პირადი ურთიერთობის გამოც ) და როგორც ჩანს 30 ვერცხლის ფასი გახდა მისი ღირსება!
რადგან საჯაროდ გაბედა და დააწერინეს ეს უმსავსობა და უსინდისობა, საჯაროდ ვრეაგირებ.
მარაზმის დასრულებას სხვის ხელში იარაღად ქცეული შაქარიშვილი ვიდრე შეძლებს , თავად მარაზმში მყოფმა უნდა დააღწიოს თავი.
ისიც ვერ გაიაზრა- თავად სად რა როლშია , ვინ რას ვალებს და ამიტომაც გონია ვინმეს შეუძლია რამე დამავალოს და მათქმევინოს
ეს პატარა, უკვე დასრულებული ახალგაზრდა კაცი რომ მეგონა უკეთესი მომავლისთვის იბრძოლებდა მართლა წარსულის ბალასტის მთავარ როლში მოაქციეს და ტრაგიკომიკურ სცენარში კომფორმიზმში ჩაძირეს!
რასაკვირველია ტვ იმედშიც მიიწვევენ და ხელისუფლება რაღაცას გადაუგდებს ამის სანაცვლოდ რაც იკადრა.
ახლა უფრო გასაგებია ჩემთვის, ჩემი პარტიიდან წამოსვლის შემდეგ რა როლი დააკისრეს მასაც და სხვასაც, ვინც გვერდიდან არ მშორდებოდა იმ დღეებში.
წარსულზე მე უარს ვერავინ მათქმევინებს, მაგრამ აი ასეთი პატარა უღირსი ბიჭის წარსულიც, ამწყოც და მომავალიც 30 ვერცხლის ფასია მხოლოდ!”– წერს ეკა ბესელია.
იხილეთ ვატო შაქარიშვილის 10 აპრილის პოსტი, რასაც ეკა ბესელია გამოეხმაურა.