„კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა?“

305

ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნევა, რომ საქართველო კოვიდსიტუაციას წარმატებულად მართავს.
ვახო სანაია:

„კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა?

● პირველი ტალღა გვქონდა
● მეორე ტალღაც გვქონდა
● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო
● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა.
● ერთი ლოქდაუნი გვქონდა
● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა
● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია
● უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გამკაცრდება შეზღუდვები
● ეკონომიკა განადგურებულია

● ხალხი გაღატაკდა
● მცირე და საშუალო ბიზნესი კოტრდება
● პოლიცია უაზრო ჯარიმებს წერს
● ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა
● საკმარისი რაოდენობა არც ახლა გვაქვს
● როცა გარკვეული ნაწილი შემოვიდა, ექიმებიც კი არ იცრებიან
● საინფორმაციო კამპანია ნული
● ანტივაქსერული პროპაგანდა გაშლილია მთელ ქვეყანაში
● ხალხი 9 საათზე შინაა, ხელისუფლების წარმომადგენლები სადაც უნდათ და როცა უნდათ, ქეიფობენ
● კოვიდი აშკარად პოლიტიკური მიზნებითაც გამოიყენება
● ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე დღეში 300 000 მიაღწევს
● დავკარგეთ თითქმის 4 000 ადამიანი

რას მართავენ წარმატებით, მაინც ვერ ვხვდები?!“