“რომ არავის ვეცნე, პირბადე კარგად მოვირგე, თავზე კაპიუშონი წამოვიმხე”

251

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დილით მომდხარი ისტორიის შესახებ წერს.

„დილით სახლიდან გამოსული, პრაქტიკულად ნახევრად მძინარე, ნარჩენების პარკს ავტომატურად მოვისვრი ხოლმე უახლოეს ურნაში. ჩემდა ჭირად, წუხელ სტუმრად მყოფ დედაჩემს გაუყოლებია ხელს ნაგავი და ცხადია დღეს დილით გადასაყრელი არაფერი მქონდა.

ჩვეულება კი მოგეხსენებათ რაც არის და ჩემი სამუშაო ჩანთა მოვისროლე მშვენივრად. როცა გამოვერკვიე რაც გავაკეთე, უმალ მოვბრუნდი. ყველა ვარიანტში უნდა ამოვიღო ჩანთა, რომელიც სავსე მაქვს საბუთებით და სხვადასხვა ჩასატარებელი ტრენინგ-მოდულებით. რომ არავის ვეცნე პირბადე კარგად მოვირგე, თავზე კაპიუშონი წამოვიმხე.

ქურდობაზე რომ არ წაისწრონ, იმნაირი კაცივით აქეთ-იქეთ ვაცეცებ თვალებს, როგორც იქნა გაცარიელდა ქუჩა და თონეში ლავაშის ჩამკვრელ მცხობელივით ურნაში ჩავეკიდე.

დილით ბაღში ახალგაზრდა ბებიას მიყავს ბავშვი. თვალს მოარიდა პატარა და თან ამოიოხრა- „ვაახ, რა დღეში ჩააგდეს ხალხი…“- წერს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.