“ძალადობაზე თუ რამე გინდა თქვა, 11 წელი არ უნდა ელოდო”

394

რეჟისორი ქეთი დოლიძე მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიმართ განხორციელებულ  სავარაუდო ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“ძალადობაზე თუ რამე გინდა თქვა, 11 წელი არ უნდა ელოდო 5 ათას ლარიან კონვერტს! აბა, ეხლა მეც ჩამქოლეთ” – წერს ქეთი დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემაში “ფარული კონვერტი” რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში დაადანაშაულა.