“ვინ გეკითხებათ თქვენ სტურუას მოხსნას… ხომ არ გაჟრიალებთ?”

462

დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას! რადგან არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და სანამ სასამართლოს არ დაუდია ვერდიქტი, ორივე მხარის სიმართლეში ეჭვის შეტანის უფლება გვაქვს, როგორც ყველა თავისუფალ ადამიანს, გვაქვს ვერსიების დადების უფლებაც, თუმცა არა მტკიცებით ფორმაში, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ასე რომ შეეშვით ჩვენზე ძალადობას ამ თქვენი ნეო-ბოლშევიკური გამოხტომებით!.. სანამ არ დადებულა განაჩენი, ბრალდებული მანამდე ვერ იქნება და შესაბამისად, კანონით, არავის დამნაშავედ გამოცხადების უფლება არ გვაქვს, რაც არ უნდა არ მოგწონდეთ გინდა ერთი და გინდა მეორე მხარე!..

სწორედ მაშინ იქნებოდა რობიკო სტურუა უსამართლო, მსახიობი რომ დამნაშავედ გამოეცხადებინა

ოფიციალური განაჩენის გარეშე!

ასევე , როგორც ყველა ადამიანს, მასაც აქვს უფლება არ დაიჯეროს , ან დაიჯეროს ჭორაობა!

ვინ გეკითხებათ თქვენ სტურუას მოხსნას ვიღაცეების ასიწლისწინანდელი თუნდაც კონფლიქტის გამო, ხომ არ გაჟრიალებთ?!)))

დაგვეხსენით ლეშისმჭამელებო!

ვერ მოგვერევით!

p.s. გაუნათლებელი ბნელებისთვის კი ვიტყვი, რობიკო სტურუას სპექტაკლებზე რომ გეარათ, მაშინ გეცოდინებოდათ, რომ მთელი არსით ძალადობის წინააღმდეგია და მისი თითქმის ყველა სპექტაკლი სწორედ ადამიანების ყველაზე ცუდი თვისებების, ბნელი და ცხოველური ინსტინქტების, ბოლშევიზმის – ბრბოს შემოსევის წინააღმდეგია… და მხოლოდ ერთგულების, ჰუმანურობის, სიყვარულის, მეგობრობის და სხვა მაღალი ღირებულებების დასაცავად არის მიმართული, ღირსეული ადამიანების ჩამოსაყალიბებლად,“ – წერს მანჩო გიორგობიანი.

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლიანი დუმილის შემდეგ ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური, ძალადობაში ამხილა.

ძალადობაში დადანაშაულებული მსახიობი, ბესო ზანგური რობერტ სტურუას გადაწყვეტილებით ყველა როლიდან მოიხსნა

ამასთან, გუშინ, რუსთაველის თეატრის წინ ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.