ჟურნალისტი, “მთავარი არხის” წამყვანი ეკა კვესიტაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, სალომე სამადაშვილს სოლიდარობას და თანადგომას უცხადებს.
მისი შეფასებით, სამადაშვილი ყოველთვის უშიშრად იცავდა თავის პოზიციას არასოდეს უღალატია მისთვის.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა. “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ” და “ლეიბორისტულმა პარტიამ ხელმოწერაზე უარი თქვეს.
სალომე სამადაშვილმა, პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, რასაც მისი თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ამ გაუგებრობაში მისი ადგილი აღარ არის”.