მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც ყოფილმა მეუღლემ, ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, სოციალურ ქსელში წერს, რომ მასთან სახლში სოციალური სამსახურის მუშაკები მივიდნენ და დაინტერესდნენ, რა მდგომარეობაში იყვნენ მისი შვილები.
„სოციალური სამსახური დამეცა ტალახიანი ფეხებით წვიმაში, ლაფში, შემოვალთ ბავშვები რა მდგომარეობაში გყავთო…
პოლიციის პიკაპით! როგორც მოვიდნენ ისევე გავუშვი, ოღონდ არავითარი სახლში შემოშვება. როდემდე ვიტანოთ ფსიქოლოგიური ტერორი ოჯახმა? გეკითხებით.
გულის ამრევია ეს ყველაფერი უკვე და ზედმეტი მოგდით, მე მითქვამს.
ძალიან ძვირად დაგიჯენთ ჩემი ოჯახის ფსიქოლოგიურ ტერორს.
ეს არ არის მუქარა სამართლებრივი გზით მოგყვებით იცოდეთ და ამ უნამუსობას არ გაპატიებთ!“ – წერს ზანგური.