„ეს ქალბატონი არის ჩვეულებრივი მჩხიბავი, შარლატანი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მედიცინასთან და მით უმეტეს, მეცნიერებასთან“
ჯანდაცვის ექსპერტი, ეკატერინე ბერიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება „პრაიმშოუში“ ჰომეოპათ თინა თოფურიას გამოსვლას ეხმიანება და წერს:
„ეს ქალბატონი რომ ურცხვად იტყუება სანდომიანი სახით და დაყენებული დიქციით ცალკე ტრაგედიაა, მაგრამ სახელმწიფოს რუპორი ტელევიზია, ამ დელირიუმის ტირაჟირებას რომ უწყობს ხელს, არის საგანგაშო!!!
ქალბატონი არის ჩვეულებრივი მჩხიბავი, შარლატანი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მედიცინასთან და მით უმეტეს, მეცნიერებასთან. ვერ ერკვევა ლათინურ ტერმინოლოგიაში და საერთოდ, ყველაფერი რაც ამ გამოსვლაში თქვა, არის მოგონილი ტყუილი და არ შეესაბამება სინამდვილეს!“