ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში არც ისე დიდი ხანია ახალი გადაცემა ,,ქალები” დაიწყო. გადაცემაში წამყვანები თავიანთ შესახებ საინტერესო და სახალისო ისტორიებს ჰყვებიან.
ერთ-ერთმა წამყვანმა, სალომე შარვაძემ სახალისო ისტორია გაიხსენა, რომელიც თურქეთში შეემთხვა და მის ეჭვიანობას მოჰყვა.
,,მე მშვიდი, გაწონასწორებული გოგო ვიყავი, გარეგნობითაც კმაყოფილი და ბედნიერად, ასე გავთხოვდი. მაგრამ ცოტა ხანში აღმოვაჩინე ჩემში როგორი ქალი იცით? აი, გიჟი-ეჭვიანი. ის კი ვიცი, რომ ძალიან კარგი ქმარი მყავს, ასე არ მღალატობს,მაგრამ წამებად გვექცა ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობა. ყველა ლამაზი ქალი მგონია, რომ მას ეპრანჭება. ერთხელაც თურქეთში ვისვენებთ, ძალიან ბედნიერად უნდა დავისვენოთ წესით, მაგრამ…ვზივარ შეზლონგზე შლიაპით და ვაკვირდები. ანიმატორები ყველა მოსყიდული, რამე თუ იქნება რომ…. ერთ დღესაც ორი საათით დააგვიანა აუზზე ჩამოსვლა ჩემმა მეუღლემ და მეთქი -გამოვიჭირეე.. და შევდივარ სასტუმროში და უნდა მივიდე ნომერთან, თან ვფიქრობ, ყურს მივადებ, არაფერი იქნება და უცბად დავინახე კარის ქვემოთ პატარა ღრიჭო აქვს, ჩავიკუზე და ვცდილობ დავინახო რამე, ფეხები, მეტი ჩუსტი,რა ვიცი – რამე….ვაკვირდები და უცბად ვიღაც თმაში მკიდებს ხელს და თმით ავყავარ ზემოთ. შევხედე და უდიდესი მთასავით კაცი….თურმე ნომერი შემეშალა და მის ცოლს ვუთვალთვალებ. გამათრიეს დაცვასთან, ატყდა ერთი ამბავი, გამოიძახეს ჩემი ქმარი. აი, არ ვიცი, რა გადავიტანე და ეს ამბავი ასე დასრულდა”,- იხსენებს სალომე შარვაძე.