გოგა ხაინდრავა ვახო სანაიას საჯაროდ ემუქრება

1,083

ჟურნალისტ ვახო სანაიას გოგა ხაინდრავა ემუქრება და ამბობს, რომ სანაიამ ლევან და გია გაჩეჩილაძეებს აგინა, შესაბამისად, როგორც ხაინდრავა ამბობს ამისთვის პასუხს მიიღებს.

მისივე თქმით, ამის შემდეგ ლაპარაკი, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა ხდება და გამოხატვის თავისუფლება არის დარღვეული, დამთავრებული”.

„ამის შემდეგ ლაპარაკი, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა ხდება და გამოხატვის თავისუფლება არის დარღვეული, დამთავრებულია. მან თავისი ნებით შეაბიჯა შეურაცხყოფის სივრცეში, ამიტომ მოლოდინი ჰქონდეს ზუსტად ისეთი, როგორიც ამ შეურაცხყოფის სივრცეში არსებობს. უნდა მოერიდოს ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ამ ოჯახს პატივს სცემს, ვინც ამ ოჯახის მეგობრად თვლის თავს და დიდ პატივს სცემს გია და ლევან გაჩეჩილაძის მშობლებს. საჯაროდ მიიღებს პასუხს აუცილებლად. ის და მთელი მისი შანტრაპა, რომელიც იმ საროსკიპოშია შეკრებილი” – ამბობს ხაინდრავა.