2020 წლის, 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი მარიტა მელიქიშვილზე დაქორწინდა.
წყვილს შორის 16-წლიანი სხვაობაა, თუმცა როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეს, ამის გამო პრობლემა არ შექმნიათ.
წყვილი საზოგადოებამ მალევე შეიყვარა და სოციალურ ქსელში ყოველთვის ელოდებიან ახალ ფოტოებს და ახალ ინფორმაციებს მათი ცხოვრებიდან.
მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი „ინსტაგრამის სთორის“ მეშვეობით საზოგადოების კითხვებს პასუხობს, გასვიანის ერთ-ერთი გამომწერი დაინტერესდა, როგორი ურთიერთობა აქვს გიორგის მარიტას მშობლებთან.
„მარიტას მშობლებთან მაქვს მეგობრული და ძალიან ახლო ურთიერთობა“– პასუხობს გიორგი გასვიანი.
შეგახსენებთ, რომ გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ გასვიანის დედამ მარიტაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვილისა და რძლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.
🔘