27 აპრილს, 85 წლის ასაკში მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა.
ის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
ერთ-ერთ სახალისო ისტორიას იხსენებს ჟურნალისტი თეა ადეიშვილი.
“უნდა გამოვტყდე რომ ძალიან მეშინოდა ამ დღის, როცა ადამიანი ასე გიყვარს მისი სიკვდილის სულ გეშინია… კახი რომ რაღაცას გიხსნიდა და გელაპარაკებოდა იმეხლა ენერგიას ხარჯავდა, რომ გული მისკდებოდა- გული არ გაუსკდესთქო. 2008-ში პორტრეტების რუბრიკა დავიწყეთ P.S -ში, კახი კავსაძე ჩემი პირველი გმირი იყო, იმ პერიოდში დაკავებული იყო სპექტაკლებში, იღებდნენ რეკლამებში, მათ შორის TBC- ბანკის რეკლამაში, სადაც მილონს ათამაშებდა და ასე იწყებდა:-დამელოდეთ მე თქვენ დაგირეკავთ და გეტყვით: “გამარჯობა მე ვარ კახი კავსაძე და თქვენ მოიგეთ მილიონი” … ერთხელაც სახლში რეკავს ტელეფონი, ჩემმა შვილმა აიღო, უცებ ესმის: -გამარჯობა მე ვარ კახი კავსაძე… ნიტას სახე გაეხსნა და ფეხზე წამოდგა ბედნიერი, ძალიან მორცხვი და უკვე მილიონერის ხმით უპასუხა: -დიახ გისმენთ… თქვენ მოიგეთ მილიონის ნაცვლად, დედიკოს თხოვეო უთხრა. თურმე გადაღების შეთანხმებულ დროს თეატრში მოსვლას ვერ ახერხებდა და გასაფრთხილებლად დამირეკა. ნიტამ ისეთმა იმედგაცრუებულმა მომაწოდა ტელეფონი, გეგონება მე წავართვი მილიონი :))) ცხადია ბატონ კახის მაშინვე მოვუყევი, მერე, ამ 13 წლის განმავლობაში როცა არ უნდა შემხვედროდა სულ იხსენებდა -აუჰ, როგორ ვაწყენინე შენს შვილსო და ვიცინოდით, თუ იქვე ვინმე იყო ყველას უყვებოდა ვერ წარმომიდგენია, სად უნდა გაქრეს ის საოცარი ენერგია რითიც ყველაფერს მუხტავდა. ალბათ იმ სიყვარულში რიმელიც ჩემში სულ იცოცხლებს.”-წერს თეა ადეიშვილი.