რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი კახი კავსაძეს იხსენებს და სოციალურ ქსელში მსახიობის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
“… საღამოს სოხუმის დაბომბვა დაიწყეს, აეროპორტში პილოტმა გვითხრა, სიბნელეში უნდა ავფრინდეთ, ვერ ჩავრთავ განათებას, თორემ ჩამოგვაგდებენო. საშინელი სროლა იყო. პილოტის ნიშანზე ყველანი გავიქეცით თვითფრინავისკენ, სიბნელეში შიგნით შევცვივდით და იატაკზე დავსხედით, რადგან სავარძლები არ იყო. ავფრინდით თუ არა, თვითფრინავის მიმართულებით ტრანსირებული ტყვიების წვიმა წამოვიდა. ხმას არავინ ვიღებდით, ყოველ წამს შეიძლებოდა, რომ თვითფრინავი ჩამოეგდოთ, ვუყურებდით ერთმანეთს და ვუღიმოდით.
– თუ ვიბრიდებით, სიმღერით დავიბრიდოთ! – წამოიძახა კახიმ და “წინწყარო” წამოიწყო. მას ეგრევე აყვა რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, ჟანრი ლოლაშვილი, ჯემალ ღაღანიძე, მედეა ძიძიგური, ეკა მამალაძე, ჯემალ სეფიაშვილი..ყველანი. მეც კი ავყევი და ასე სიმღერით გამოვფრინდით აფხაზეთიდან.
“თუ ვიბრიდებით, სიმღერით დავიბრიდოთ!” – ვფიქრობ ამ ფრაზაში ეტევა კახის მთელი ცხოვრება. ადამიანი დღესასწაული. ნამდვილი არტისტი! მე საზღვარგარეთაც შემიმჩნევია, თუ როგორ აყოლებენ მას თვალს ის ადამიანები, რომლებსაც კახი არც სცენაზე და არც ეკრანზე უნახავთ. ისინი აყოლებდნენ თვალს მათთვის უცნობ, ლამაზ ადამიანს, რომელიც აფრქვევდა მომხიბვლელობას, ნიჭიერებას, სიკეთეს, ოპტიმიზმს, პოზიტივს, ჯიშს. კახი კავსაძე მოსიარულე ზეიმი იყო და მასთან ურთიერთობა კი ნამდვილი ზეიმი.
ჩემო ძვირფასო, საყვარელო ბატონო კახი, დიდი მადლობა , 40 წლიანი მეგობრობისთვის.”– წერს ავთანდილ ვარსიმაშვილი.