ექსდეპუტატმა ონლაინშეხვედრის დროს თანამშრომელი სექსუალურად შეავიწროვა (ვიდეო)

299

აზერბაიჯანელმა ექსდეპუტატმა, მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ წევრმა, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრმა ჰუსეინბალა მირალამოვმა ონლაინშეხვედრის დროს თანამშრომელი სექსუალურად შეავიწროვა.

სოციალურ ქსელებში ვიდეოს გავრცელებას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია და უკმაყოფილება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებელთა უმრავლესობამ 75 წლის მირალამოვის საქციელი დაგმო.

სავარაუდოდ, ექსდეპუტატმა არ იცოდა, რომ კამერა ჰქონდა ჩართული.

ჰუსეინბალა მირალამოვი 1992 წლიდან მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ წევრია, 2005, 2010 და 2015 წლების მოწვევის პარლამენტში ის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. აღსანიშნავია, რომ სკანდალური ინციდენტის შემდეგ ის მმართველი პარტიის რიგებიდან გარიცხეს.