პარლამენტარი იაგო ხვიჩია მოდელს და გადაცემა ,,ქალების” ერთ-ერთ წამყვანს , ალექსანდრა პაიჭაძეს პაემანზე ეპატიჟება.
ამის შესახებ მან გადაცემის დღევანდელ ჩანაწერზე კომენტარის სახით დაწერა.
,,სიამოვნებით დავპატიჟებ პაემანზე ალექსანდრა პაიჭაძეს. პატივისცემით პარლამენტარი იაგო ხვიჩია”,- დაწერა პარლამენტარმა.
რას უპასუხებს მოდელი ხვიჩიას ჯერჯერობით უცნობია. თუმცა კომენტარს სოცქსელის მომხმარებლებისგან საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.