“საერთოდ არ მაინტერესებს ჟურნალისტიკა ამ დროს – იქ სადაც ბავშვია – სულ რომ ვახო იყოს დამნაშავე, კაცი თავს შეიკავებდა არ იკადრებდა!!!”
ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში წერს:
“შეგნებულად არაფერი ვთქვი დღემდე, ვაკვირდებოდი მოვლენებს Vakho Sanaia ინციდენტთან დაკავშირებით!!!
▪️კარგად იცით საკმაოდ კრიტიკული ვიყავი და ვარ მის მიმართ, ბევრი როცა იყავით გაყურსულები მაშინაც კი!!
▪️საერთოდ არ მაინტერესებს ჟურნალისტიკა ამ დროს – იქ სადაც ბავშვია – სულ რომ ვახო იყოს დამნაშავე, კაცი თავს შეიკავებდა არ იკადრებდა!!!
▪️უცნობის მიმართ იცით ჩემი დამოკიდებულება – დღევანდელი მისი მორიგი პერფორმანსი კი სასაცილოა!!!
▪️ვისაც არ მოგწონთ რაც დავწერე ან გაატარეთ ან წამშალეთ – სხვა აზრი არ მაინტერესებს და რატომ?
➖ზუსტად ვიცი რას ნიშნავს შეაშინო ბავშვი და მით უმეტეს თუ პატარას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს
▪️ბავშვებს გაუფრთხილდით!!!!
#ვგმობძალადობას ” – წერს არველაძე.