პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ქორწინების 10 წლისთავის აღსანიშნავად ფოტოები გამოაქვეყნეს

857

კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ქორწინების 10 წლისთავის აღსანიშნავად კენსინგტონის სასახლეში გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელით გაავრცელეს.

პრინცმა უილიამმა მომავალი მეუღლე ქეით მიდლტონი შოტლანდიაში, 2001 წელს, სენტ ენდიუს უნივერსიტეტში გაიცნო, რომელიც 2005 წელს ერთად დაამთავრეს.

უილიამსა და ქეითს ახლა სამი შვილი ჰყავთ: 7 წლის ჯორჯი, 5 წლის შარლოტა და 3 წლის ლუისი.