“შეჩერდი! გაიაზრე ეს წამი”

1,005

ხათუნა მუზაშვილი, სოციალური ქსელების მომხმარებლებს დასვენების აუცილებლობის შესახებ საკუთარ აზრს უზიარებს. ფსიქოლოგი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

დასვენება აუცილებელია, თუმცა, შესაძლოა, შენ არ იცი, როგორ დაისვენო აქ და ახლავე?
როცა დრო მუდმივად გაწერილი გაქვს ..
​როცა სულ გეჩქარება – ეს ძალიან დამღლელია სულისთვის.
შეჩერდი!
გაიაზრე ეს წამი:
ვინ ხარ?
სად ხარ?
​ჩამოთვალე გონებაში 100 საგანი, რომელსაც ხედავ,
გაიაზრე 3 სურნელი, რომელსაც გრძნობ,
3 ჟღერადობა, რომელიც გესმის,
შეეხე 5 საგანს და დახუჭული თვალებით შეიგრძენი შეხება,
დღის განმავლობაში გააზრებულად გაუგე გემო ყველაფერს, რასას შეჭამ და დალევ,
24 საათით უარი თქვი სოც. ქსელსა და საათზე.
დაისვენე მდგომარეობით “აქ და ახლა”.