ამერიკელმა ლავინია მუნგამ, რომელიც ოჯახთან ერთად იუტას შტატიდან ჰავაიზე მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში იმშობიარა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქალმა არ იცოდა, რომ ორსულად იყო. ბორტზე მომხდარის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთმა მგზავრმა TikTok-ის მეშვეობით შეატყობინა. მუნგას მშობიარობის დროს ბორტზე მყოფი რამდენიმე ექიმი და მედდები ეხმარებოდნენ. შედეგად, მან ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა, რომელსაც რეიმონდ კაიმანა უეიდ კოუბ ლავაკი დაარქვეს.
თვითმფრინავის დაშვების შემდეგ დედა და შვილი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ სათანადო დახმარება გაუწიეს. ლავინია უკვე გაწერეს, თუმცა პატარა რეიმონდი კვლავ საავადმყოფოში რჩება, რადგან მხოლოდ 26 კვირისა გაჩნდა. ამის მიუხედავად, ექიმები ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარის შესახებ Facebook-ზე ლავინიას ქმარმაც დაწერა. ითან მაგალეიმ აღნიშნა, რომ რეიმონდის დაბადებას სასწაულად მიიჩნევს და ეცდება ბავშვისთვის საუკეთესო მამა გახდეს.