“დანა კბილს არ მიხსნის შენი ასე უდროოდ წასვლის გამო”

990

თამარ ივერი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“მშვიდობით ჩემო დიდო გულშემატკივრო და მეგობარო. დანა კბილს არ მიხსნის შენი ასე უდროოდ წასვლის გამო…

მშვიდობით შალვა. საოცარი ფოტო, და სულ რაღაც 5 წლის წინანდელი ოპერის თეატრის რესტავრაციის გამო 6-წლიანი პაუზის შემდგომი “აბესალომ და ეთერის” პრემიერის რეპეტიცია. ჩემთვის უძვირფასეს ადამიანებთან ერთად მუშაობის პროცესში. დღემდე ძალიან მტკივა ჩემთვის უსაყვარლესი ბატონი გიზო ჟორდანიას გარდაცვალება და დღეს ძალიან მიჭირს რომ დღეიდან წასულთა რიგებში ჩვენი უსაყვარლესი ქორმაისტერი შალვა შაორშაძეც უნდა მოვიხსენიო. ამ ადამიანების ხელში გავიზარდე და “დავფრთიანდი” და ყოველი მათგანის წასვლით…. თითო სხივი მიქრება ჩემს შინაგან სამყაროში. ნათელი და სანთელი არ მოჰკლებოდეს თქვენს სულებს თქვენი საქმის დიდო ოსტატებო”, – წერს თამარ ივერი.