მალიში ქალმა 9 ტყუპი გააჩინა

999

აფრიკაში, მალის რესპუბლიკაში, ქალმა 9 ტყუპი – 5 გოგო და 4 ბიჭი გააჩინა. დედა და ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. ინფორმაციას მალის ჯანდაცვის სამინისტრო Facebook-ზე ავრცელებს.

მალის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 25 წლის ჰალიმა სისე მშობიარობამდე ორი კვირა ბამაკოს კლინიკაში იმყოფებოდა. შემდეგ კი პრეზიდენტ ბა ნადუს სურვილით, ქალი მაროკოს კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ულტრასონოგრაფიულმა კვლევამ 7 ტყუპის არსებობა დაადასტურა.

ბავშვების დაბადების შემდეგ მალის პრეზიდენტმა ექიმებსა და ჰალიმა სისეს მშობიარობის მშვიდობიანად დასრულება მიულოცა.