“ჩაუვარდათ წელს “ბიზნესი“ საფლავების პასკა/კვერცხიპარიებს…“

909

ქართველი მეცო-სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღდგომის დღეს საფლავებიდან აღებულ კვერცხების, პასქების და ყვავილების შესახებ წერს.

 „ჩაუვარდათ წელს „ბიზნესი“ საფლავების პასკა/კვერცხიპარიებს…. 5 წუთი რომ არ გვიჩერებდნენ საკურთხს ოჯახის საფლავზე.

გიჭირს? წაიღე, მაგრამ ბოლო-ბოლო, საღამოს ჩამოიარე ხალხი რომ აღარ არის. უბრალოდ არაესთეტიურია ეს ჭირისუფლების ახლომახლო წრეების რტყმა და ცელოფნებით ლოდინი თუ როდის წავლენ. აღარაფერს ვამბობ…დადებულ თაიგულებს და „ვენოკებს“ რომ იმ წამსვე იღებენ, ხელახლა აბარებენ და ყიდიან. (ხალხმა უკვე დაიწყო მათი განზრახ გადატეხა ან შავი ღვინის გადასხმა რომ აღარ მოიპარონ) ეს საკურთხიც მოდი და მთხოვე, იქნებ იმაზე მეტს გაძლევ, რაც საფლავზე დევს.

გასაგებია, გვესმის რომ გაჭირვება აიძულებს ადამიანს ამას, მაგრამ არსებობს ამ შესაწირის, საკურთხის თუ სარჩოს მოპოვების რაღაც ეთიკური ფორმაც რომ საკუთარი პარკის გასავსებად…. ვიღაც ჭირისუფლის სიმყუდროვე და პირადი სივრცე არ იყოს არაეთიკურად დარღვეული, თორემ რა თქმა უნდა უნდა წაიღონ, ეს ასეც უნდა მოხდეს. ცხონებული მამაჩემი და ბაბუაჩემი რომ საფლავიდან ხელს არ ამოყოფენ და კვერცხზე კვერცხს არ დამირტყამენ ეგ მეც მშვენივრად ვიცი“,- წერს თამარ ივერი.