მსახიობ გიორგი ყიფშიძის მესამე მეუღლე, 20 წლით უმცროსი ენი გასოევა ჰყავს. ის მეორე შვილზე იყო ორსულად. პატარა კოსმოს შემდეგ წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ასევე უჩვეულო სახელი – ლუნა დაარქვეს.
ამ ფაქტის შესახებ გიორგი ყიფშიძის უფროსმა ქალიშვილმა ნატალიამ დაწერა სოციალურ ქსელში:
„დღეს ჩემი ოცნების გოგონა დაიბადა. ჩვენი ოთხეული შეიკრა და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ!!! ლუნა ყიფშიძე გვიყვარხარ შენს დაიკოს და ძამიკოებს“, – წერს ნატალია.