“9 წლიანი ლოდინის შემდეგ დაიბადა და პირველი იუბილე იმ ადამიანების გარემოცვაში აღნიშნა, რომლებიც დედასავით ევლებოდნენ თავს”

247

Bau International Hospital– ი საზოგადოებას სოციალურ ქსელში უზიარებს ინფორმაციას დემეტრე დოლიძის შესახებ, რომელიც კლინიკის ცნობით, 9 წლიანი ლოდინის შემდეგ მოევლინა სამყაროს და პირველი იუბილე სწორედ იმ კლინიკაში აღნიშნა, სადაც დაიბადა.

“ასე გვეწვია ჩვენი უსაყვარლესი ბიჭი

დემეტრე დოლიძე

 

თავის პირველ დაბადების დღეზე სტუმრად პირველ სახლში, სადაც სიცოცხლის პირველი და ყველაზე რთული თვეები გაატარა

9 წლიანი ლოდინის შემდეგ 31-ე კვირაზე დაიბადა- სულ 1,500 კგ და 37 სმ

ჩვენთან გაიზარდა და პირველი იუბილე იმ ადამიანების გარემოცვაში აღნიშნა, რომლებიც დედასავით ევლებოდნენ თავს

ვულოცავთ ჩვენს ძლიერ ბიჭს და ვუსურვებთ, რომ წარმატებები იყოს მისი მეგზური!”