4 წლის ბიჭმა მშობლების დაუკითხავად 51 ყუთი ხილის ნაყინი შეუკვეთა

934

აშშ-ში 4 წლის ბიჭმა დაუკითხავად 51 ყუთი ხილის ნაყინი შეუკვეთა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ნოა რუიზის საყვარელი მულტფილმი „ღრუბელი ბობია“, ამიტომ, როცა ის დედის Amazon Prime-ის ანგარიშზე შევიდა და საყვარელი გმირის ფორმის ხილის ნაყინის რეკლამა დაინახა ცდუნებას ვერ გაუძლო და 918 ნაყინი შეუკვეთა. შეკვეთის საერთო ღირებულებამ 2 619 დოლარი შეადგინა.

მას მშობლებისთვის არაფერი უთქვამს, ამიტომ ამანათის მიღება მათთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

ნოას დედას, ჯენიფერ ბრაიანტის თქმით, ოჯახმა ნოას მიერ დახარჯული თანხის ასანაზღაურებლად GoFundMe-ზე გახსნა ანგარიში. სასურველი თანხა 24 საათში შეგროვდა, ზედმეტი ფულის დახარჯვას კი ოჯახი ქველმოქმედებაზე აპირებს.