ათენში ქართველი ემიგრანტი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი – მადონა კისკეიძე ავრცელებს.
„კიდევ ერთი ემიგრანტი დაკარგა ათენის საემიგრანტომ –ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, მაგრამ ამ ბრძოლაში, საუბედუროდ, დამარცხდა. ნათელი არ მოაკლოს უფალმა თამრიკო სუხიაშვილის სულს,“ – წერს მადონა კისკეიძე.