რა უწერია კესარია აბრამიძეს დაბადების მოწმობის სქესის გრაფაში

417

კესარია აბრამიძემ სოციალურ ქსელში “სთორიზე” გამოაქვეყნა დაბადების მოწმობა, სადაც შემოხაზული აქვს სქესის გრაფა – მდედრობითი. “სქრინს” ზემოდან გადააწერა – “ყველაზე ხშირად დასმული კითხვა. დაწყნარდით”.

ცოტა ხნის წინ მან ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი გენდერის მარკერი „მამრობითი“ ოთხი წლის წინ „მდედრობითით“ შეიცვალა.

კესარია აბრამიძე: – ალბათ, უკვე ოთხი წელია, რაც ქალის პასპორტი ავიღე. მე სქესის შეცვლის საბუთი მაქვს. მკერდის ოპერაცია 15 წლის წინ გავიკეთე, ოთხი წლის წინ – სასქესო ორგანოსი. მიგაქვს კლინიკიდან ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გიცვლიან დაბადების მოწმობას. ამას ორი კვირა სჭირდება. შემდეგ დაბადების მოწმობით მიდიხარ და იღებ შეცვლილ პასპორტს.

 

 

უმცირესობები “ჩალიჩობენ”, რომ სასქესო ორგანოს ოპერაციის გარეშე აიღოს ყველა ტრანსგენდერმა ქალის პასპორტი. ფიზიკურად რომ ქალი ხარ და ქალის პასპორტს აიღებ, ამაში გასაოცარი რა არის? მით უმეტეს, ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩვენს ქვეყანაში.

ამდენად, ვარ სრულფასოვანი ქალი და როცა მომინდება ოფიციალურად ვიქორწინებ. ამას წინ ვერავინ აღუდგება.

წყარო: “პრაიმტაიმი”