“ამ ირაკლი იმნაიშვილს წყენს ეს ძალად ლიბერალური ტელეწამყვანობა და თვითონ თუ ვერ ხვდება, ვინმე შინაურმა უთხარით რაა”
გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ირაკლი იმნაიშვილის გუშინდელ გადაცემაზე გამახსენდა:
– ღამით მაგარი დაბოლილი ტიპი სასაფლაოზე ავიდა, იფიქრა ქალაქის რიტმს განვერიდებიო.
ვამპირმა დაინახა. იფიქრა შევაშინებო. მოიძრო ხელი, მივიდა და – სიგარეტი მომაწევინეო.
ტიპმა ძაან ჩვეულებრივად მისცა.
მერე ფეხი მოიძრო და კიდევ სთხოვა სიგარეტი. ტიპმა ისევ მისცა და დაჟე მოუკიდა (ნუ არ ეშინია და რა ქნას. ვამპირი გაგიჟდა).
ბოლოს თავი მოიძრო და ისევ მიაკითხა სიგარეტზე.
ტიპმა ახედ-დახედა და – სიგარეტი კი არ მენანება, მარა ხო ხედავ გწყენს და ნუღარ ეწევიო.
ამ ირაკლი იმნაიშვილს წყენს ეს ძალად ლიბერალური ტელეწამყვანობა და თვითონ თუ ვერ ხვდება, ვინმე შინაურმა უთხარით რაა”