“წუხელ ისეთი მდგომარეობა იყო აშდოდში, მთელი ღამე “ბუნკერში” გავატარე…”

746
ისრაელში მცხოვრები ინგა სოფრომაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,წუხელ მეოთხე ღამე იყო ომში, უძილობით გათანგული ვარ, მაგრამ წუხელ ისეთი მდგომარეობა იყო აშდოდში, მთელი ღამე ,,ბუნკერში” გავატარე… ცოტა მეძინა კიდეც, რადგან შიში მინიმუმზე იყო დაყვანილი… ვისაც არ გაქვთ სპეციალური ოთახი სახლში, ღამის საათებში უფრო ინტენსიური სროლებია, ამიტომ აიღეთ ბალიში და გადასაფარებელი, ჩადით ,,ბუნკერებში”, ბევრად უკეთესია, ცოტა ძილის შესაძლებლობაც გაქვთ და100%-იანი დაცული ხარ! მით უმეტეს ზღვის მხრიდან ლიბანის გააქტიურების საშიშროებაა, არავინ იცის, სირენის დროს რაკეტა პალესტინიდან მოდის თუ ზღვიდან! არ დაგავიწყდეთ, პასპორტი ყოველთვის გქონდეთ თქვენთან, როგორც ტელეფონი, ომია. აშდოდი, 14.05.2021, 08.41 სთ”.
ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალური ინფორმაციით, დაპირისპირების დაწყებიდან ისრაელის მიმართულებით 1750 რაკეტა გაუშვეს. მოკულულია 7 ებრაელი სამოქალაქო პირი, დაჭრილია 523 ადამიანი.  ისრაელმა იერიში მიიტანა ღაზას სექტორში 650 ობიექტზე. მოკლულია ჰამასის 100-ზე მეტი წევრი.