ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ამ “ექსპერტის” ნებისმიერი პროგნოზი უკუღმაა. ამბობს ერთს, ხდება მეორე. საარჩევნო კოდექსის “ცოდნით” არ ვიცი, კიდევ რომელი მედია-საშუალება ‘დააბოლა’. როცა “კავკასიის” ნინო ჯანგირაშვილიც კი საჯაროდ მიგითითებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტური არაა და მაყურებელი ხედავს, რომ ამ სფეროშიც უპატიებელი უვიცი ხარ, გახვრეტილი ფსკერის ქვეშრეა. 🤦♂️
ჯობია უფრო აქტიურად დაკავდეს უწინდელით – საკვები პროდუქტების იმპორტით. 😆
ცნობისათვის:
საქართველოს საარჩევნო კოდექსი. თავი XV. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები.
❗მუხლი 149. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა
1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
2. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.”-წერს აბაშიძე.