„ცრემლიანი თვალებით დავამთავრე, ყდაზე ტყუილად არ აწერია მისი სახელი და გვარი ოქროსფერ ასოებით!“

180

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც მას ხელში მაია ასათიანის ავტობიოგრაფიული რომანი „სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში“ უჭირავს ხელში და წიგნის შესახებ სტატუსს აქვეყნებს.

„ცრემლიანი თვალებით დავამთავრე მაია ასათიანის წიგნი: ”სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში”.

ძლიერი ქალის ძალიან ემოციური და საინტერესო ავტობიოგრაფიული წიგნი: ყდაზე ტყუილად არ აწერია მისი სახელი და გვარი ოქროსფერ ასოებით!,”- წერს სანდრა რულოვსი.