წარმოშობით ქართველი ირენი, რომელიც ისრაელის ჯარშია და პალესტინის წინააღმდეგ მოქმედებებში იღებს მონაწილეობას, სოციალურ ქსელში ქართველების კრიტიკას პასუხობს. ფეისბუკ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ძალიან დიდი აგრესია მივიღე ამ ფორმის გამო არაერთი ქართველისგან, რომლებსაც რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველოს ვუღალატე და ამ ფორმის ჩაცმით დავხოცე პალესტინელი ბავშვები?
ახლა იმედია სათითაოდ ყველა ნახავთ და გასკდებით ბოღმისგან – იმ წამიდან, რაც ეს ფორმა ჩავიცვი, სავსე ვიყავი სიამაყით, რადგან ვიცოდი, რისთვის მეცვა ეს ფორმა ისრაელის არცერთი ჯარისკაცი/ქალი არ კლავს არავის გამიზნულად. ჩვენ მხოლოდ თავს ვიცავთ ტერორისტული დაჯგუფებებისგან და არა მხოლოდ. შეგიძლიათ უფრო მეტადაც დაიბოღმოთ იმის გაგებისას, რომ ნებისმიერ წამს, როდესაც დამირეკავენ და გამომიძახებენ, ავდგები ჩავიცვამ ჩემს ფორმას და ჩემი ქვეყნის დასაცავად ბოლო წამამდე ვიბრძოლებ. თქვენ კი შეგიძლიათ თქვენი ბინძური თავები გაანძრიოთ და გაარკვიოთ ვის და რას იცავთ.
პ.ს ქართველი ვიყავი, ვარ და ვიქნები და თქვენნაირი ერთუჯრედიანები, რომლებსაც ხელიც არ აქვთ განძრეული საქართველოსთვის, ვერ გადამიწყვიტენ, მე ვიქნები თუ არა ქართველი, ან საქართველოს ღირსი, რადგან მსგავს სიტუაციაში იგივეს გავაკეთებდი საქართველოსთვის და არ ავარიდებდი თავს ჯარს“, – წერს ირენი.