„არ მიმაჩნია, რომ ნათიამ გამაოგნებლად უთვამოყვარეო რამ ჩაიდინა, რომელი ქალი არ დათანხმდებოდა?!.“

255

მსახიობი ნინო მუმლაძე, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნათიას პერსონაჟს ასახიერებს, ჟურნალ „გზას“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ ბოლო სეზონის განმავლობაში მის გმირს სულ უთავმოყვარეოს ეძახიან:

„მგონია, რომ სიყვარული, პირადი ურთიერთობა ადამიანს ხშირად აიძულებს, თავმოყვარეობა თუ ამპარტავნება დაივიწყოს, რადგან ვერ დავიჯერებ, რომ შეყვარებული ადამიანი ჯერ თავმოყვარეობაზე ფიქრობს, მერე კი – პირად ურთიერთობაზე. ვფიქრობ, რაც ნათიას თავს ახლა ხდება, ლოგიკურია – ბოლოს და ბოლოს მას დათოსგან შვილი ჰყავს. შვილის გაზრდაში დათო ეხმარება. საერთო შვილის გარდა, ის ფაქტორიც მოქმედებს, რომ ნათია დაავადებულია და შეიძლება, ხვალ-ზეგ სხვა მამაკაცთან თავი კარგად ვერ იგრძნოს. დათო ის ადამიანია, რომელთანაც ნათიას დიდი რომანი, წლები, შვილი აკავშირებს და როცა საშუალება მიეცა, ამ ადამიანთან ერთად ეცხოვრა და ამით მისთვის დახმარება გაეწია, შანსი გაუჩნდა, რომ გარკვეულწილად, თავისი პირადი ცხოვრება დაელაგებინა. ასეთ სიტუაციაში მისი ქმედება ჩემთვის გასაგებია. არ მიმაჩნია, რომ რაღაც გამაოგნებლად უთავმოყვარეო ჩაიდინა, რადგან კაცმა უთხრა, ცოლი არ მყავს, დახმარება მჭირდება, თან, შენთან თავს კარგად ვგრძნობ და მინდა, შენ გვერდით ვიყოო. ამას ის ადამიანი რომ გეუბნება, რომელთანაც შვილი გყავს და ურთიერთობაც გინდა, რომელი ქალი არ დათანხმდებოდა?“