“არდავიწყება მოყვრისა – გეგა კობახიძე 59 წლის გახდებოდა”

541

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი, სოციალურ ქსელში გეგა კობახიძეს იხსენებს და მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პოსტს აქვეყნებს:

“არდავიწყება

გეგა კობახიძე 59 წლის გახდებოდა

არდავიწყება მოყვრისა

გეგა კობახიძე
(1961-1984)

1961 წლის 6 ივნისს დაიბადა გერმანე (გეგა) კობახიძე – ქართველი კინომსახიობი. იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი.

დაიბადა ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ვერ მოეწყო და დედამ თავისთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრში სცენის მუშად წაიყვანა, სადაც ერთი წელი დაჰყო. მეორე წელს კი სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა.

მისი კინოდებიუტი შედგა 1967 წელს ნანა მჭედლიძის ფილმში „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“. შემდეგ იყო ფილმი „ლაზარეს თავგადასავალი“, სადაც ობოლი ბიჭის, ლაზარეს როლი შეასრულა. 1973 წელს ფილმმა ტელეფილმების მე-5 საკავშირო ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო ქალაქ ტაშკენტში. 1975 წელს როლი მიიღო ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში „ჩიტის რძე“, სადაც თამაში მოუწია ცნობილ მსახიობებთან სესილია თაყაიშვილთან და კონსტანტინე (კოტე) დაუშვილთან ერთად. ფილმი ეფუძნება ქართული ხალხური ზღაპრების მოტივებს. იმავე წელს საშიკოს შვილის როლში გამოჩნდა ლანა ღოღობერიძის ფილმში „აურზაური სალხინეთში“.

1977 წელს მიიღო როლი ალეკო ნინუას ფილმში „ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა“. 1981 წელს ითამაშა ბაადურ წულაძის ფილმში „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“, სადაც ნუკრის როლი შეასრულა.

1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით 7 ქართველის მონაწილეობით გატაცებული იქნა თვითმფრინავი ტუ-134A; გამტაცებელთა შორის იყო გეგა კობახიძე მეუღლესთან თინა ფეტვიაშვილთან ერთად. გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა თვითმფრინავის გატაცებამდე 1 დღით ადრე იქორწინეს.

აღსანიშნანია, რომ გეგა კობახიძე შერჩეული იყო როლისთვის თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“, რომლის გადაღება უკვე დამთავრებული იყო, როდესაც გეგა კობახიძემ მეგობრებთან ერთად კომუნისტურ წყობას პროტესტი განუცხადა და 1983 წელს თვითმფრინავის ტრაგედიაც დატრიალდა. ამის შემდეგ „მონანიებაში“ გეგა კობახიძის როლი ამოჭრეს და თორნიკე არავიძე მის მაგივრად მერაბ ნინიძემ ითამაშა.

1984 წლის 3 ოქტომბერს გეგა კობახიძე დახვრიტეს. თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.”, წერს ბუთურიშვილი.

Amiran Buturishvili-ს ფოტო.
Amiran Buturishvili-ს ფოტო.
Amiran Buturishvili-ს ფოტო.