ლიზა მაღრაძე ბადრი პატარკაციშვილის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია. ის საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო.
როგორც ცნობილია, ბადრი პატარკაციშვილს შვილიშვილთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მასთან დიდ დროს ატარებდა და პატარა ლიზას ყველა სურვილს უსრულებდა.
1 დღის წინ კი, ლიზამ ფოტო სამშობიაროდან გამოაქვეყნა: „გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო პატარა ვარსკვლავო. გისურვებ, ყველა შენი ოცნება აგისრულდეს“ – წერს ლიზა შვილის ფოტოზე. ის გოგონას დედა გახდა, რომელსაც ელიზაბეტი დაარქვეს.