მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, პარლამენტის წევრი, ქეთევან დუმბაძე სოციალურ ქსელში ახლახან გარდაცვლილ ცნობილ მსახიობთან, მარინა ჯანაშიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ამ დღეს გადაცემაში მიმიწვია, მამაზე ვსაუბრობდით… – მე ანიკო ბებიას არ მოვსწრებივარ და ყოველ ჯერზე, როცა „კუკარაჩას” ვუყურებ, ბებია ზუსტად ისეთი წარმომიდგენია, როგორიც შენი შესრულებული ქალბატონი ანიკოა-მეთქი, ვუთხარი. გადაცემის დასრულებას არ დავლოდებივართ, მომეხვია და ორივემ ვიტირეთ“.