სოფო ნიჟარაძისთვის 2020 წელი გამორჩეული გამოდგა, ის პირველი შვილის დედა გახდა, მან აშშ-ში იმშობიარა და დღემდე იქ იმყოფება.
სოფო ნიჟარაძის დედობა საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მომღერალი სოციალურ ქსელში შვილის ფოტოებს კარგა ხანს არ აქვეყნებდა.
ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ მან შვილის ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა გოგონას სახე კვლავ არ ჩანს.