“ყველა მეუბნებოდა, მეც მეგონა, რომ ამდენი წლის შემდეგ სხვა გრძნობა მექნებოდა”

652

მსახიობი ანკა ვასაძე, რომელიც ახლახან მეორედ გახდა დედა, თავისი შვილების ფოტოებს აქვეყნებს. მსახიობი აღნიშნავს, რომ დღეს მისი 11 წლის ვაჟის დაბადების დღეა.

„11 წლის წინ ზუსტად ამ დროს დაიბადა ბატონი ნიკოლოზი და ამოატრიალა ჩვენი ცხოვრება! ზედმეტია სიტყვები იმის გამოსახატად, რასაც ვგრძნობ მის მიმართ. ძალიან კეთილი და მხიარული ადამიანია. ბედნიერი იყავი დე, ჯანმრთელი, ჭკვიანი, ლაღი და იღბლიანი.

ყველა მეუბნებოდა, მეც მეგონა, რომ ამდენი წლის შემდეგ სხვა გრძნობა მექნებოდა, როგორც დედას, მეორე შვილის მიმართ, მაგრამ მარტო ერთს ვატყობ, უფრო მშვიდი ვარ, ნიკუშას გაჩენისას თუ ვნერვიულობდი, რამდენად სწორად ვუვლიდი, რამე არ შემშლოდა, ახლა ვტკბები ამ მდგომარეობით. დანარჩენი გრძნობები, აღქმა, დანახვისთანავე შეყვარება, პასუხისმგებლობა, დედის ინსტინქტი, რაც ცხოველურ დონეზე გაქვს, შიში, დაიცვა, ეს ყველაფერი 11 წლის წინ მოვიდა და ახლა მეორდება♥️♥️

ვაშა, ვაშა! ნიკოლოზის დღეა“.

May be an image of ბავშვი, დგომა და შიგნით

 

May be an image of ბავშვი და შიგნით