“ჩემ თვალწინ დაბადებული სიცოცხლე, რომლისთვისაც ცხოვრება ღირდა“

861

ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე 26 მაისს მშობლები გახდნენ. მათ ვაჟი, პატარა ალექსანდრე შეეძინათ. ანდრიასა და მაიკოსთვის ალექსანდრე პირველი შვილია.

ცოტა ხნის წინ მომღერალმა და მსახიობმა სოციალურ ქსელში მეუღლესა და შვილთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა.

„ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წამი.. 08:28 | 26 მაისი 2021 წელი. ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, ალექსანდრე გველესიანი – ბედნიერება, რომელსაც ვერასოდეს აღწერ.

ჩემს თვალწინ დაბადებული სიცოცხლე რომლისთვისაც ცხოვრება ღირდა. ჩემი გმირი გოგო ხარ შენ და მეამაყები. „შევქმნით ახალ ტომს“ – სიმღერიდან ჩვენ“, – წერს ანდრია გველესიანი.