ბრიტანეთში, ქალაქ ჩედინქტონში ანომალიური წონის ახალშობილი დაიბადა. ამის შესახებ Unilad წერს. ახალშობილი ბიჭის წონა 6 კილოგრამია, ხოლო მისი სიმაღლე 60 სანტიმეტრია.
25 მარტს, 27 წლის ემი სმიტსა და 28 წლის ზაკს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ზაგრისი დაარქვეს. ბავშვი დიდი წონის გამო სამედიცინო სასწორზე ვერ მოათავსეს.
როდესაც სამშობიაროს პერსონალმა გამოსავალი იპოვა და ახალშობილი აწონეს, აღმოჩნდა, რომ ბავშვი 6 კილოგრამს იწონიდა.
გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე დიდი წონის ბავშვი 1879 წელს აშშ-ში დაიბადა. ახალშობილის სიმაღლემ 71,2 სანტიმეტრი, ხოლო წონამ 9,98 კილოგრამი შეადგინა. ბავშვი დაბადებიდან 11 საათში დაიღუპა. ასევე იტალიაში 1955 წელს დაიბადა ბავშვი, რომელიც 10,2 კილოგრამს იწონიდა.