“რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა ის მოხდა, ჩვენი ულამაზესი მარიამი წავიდა ღმერთთან“

1,009

სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფ „ონკო კლუბში“ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. კლუბის ერთ-ერთი წევრი, მარიამი გარდაიცვალა.

რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, რისი დაჯერებაც არ მინდოდა, რასაც ვერ ავცდით. ჩვენი ულამაზესი მარიამი წავიდა ღმერთთან ცაში. იქიდან უნდა ილოცოს ჩვენთვის.

ვათვალიერებ, ჩემს ერთ ოჯახად გაერთიანებული ონკო კლუბს და ყველგან ტირილის სმაილებს ვხედავ, მოდით იცი რა, მხოლოდ დავუწეროთ მხოლოდ გულები, ბევრი გულები და ყვავილები დავუხატოთ მარიამს.

დიახ, მიდიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ ძალიან გვტკივა, დიახ ჩვენი მეგობრები ანგელოზებად სამუშაოდ მიდიან ცაში. და ჩვენ აქედან ბევრი ლოცვა და დაუსრულებელი სიყვარული გვმართებს მათი. მშვიდობით მარიამ, შევხვდებით

(ვუყურებ ჩემს კლუბს და მეამაყება, ერთ ოჯახად შეკრული, ამხელა სიყვარული ყველაფერი რომ ღირსეული იციან.)“ – წერს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.