“შე ჩემის ტრულაილავ, კაცმა პარტია თავზე დაგანგრია… ყველამ მიგატოვა… გიჟუა “ჩერგოს” ამარა დარჩი…”

1,577

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

გიგა ბოკერია: ,,ახლა საჭიროა, შეწყდეს დისკუსია და დაიწყოს მოლაპარაკებები ოპოზიციური ფლანგის საარჩევნოდ კოორდინაციის შესახებ, რათა საბოლოოდ დამარცხდეს ივანიშვილი”.

შე ჩემის ტრულაილავ, კაცმა პარტია თავზე დაგანგრია… ყველამ მიგატოვა… გიჟუა ,,ჩერგოს” ამარა დარჩი… იმ კაცმა პარლამენტში შესვლაც აღარ გაღირსა… მიგაჩმორა, მიგაფარჩაკა, მიგაიმასქნა და… ჰა, ჰა, ჰა, ისევ იძახი, საბოლოოდ უნდა დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილიო?!
ვისი დაამმარცხებელი ხარ, შე ტაშკუილა მაიმუნო? 2012 წლიდან მოყოლებული ერთ ადგილზე ბუქსაობ, ,,ჩერგოს” კალთიდან ვერ გამოძვერი, ბიძინას ბუზიც ვერ აუფრინე, ახლა რა უნდა დააკლო, რა ფეხები უნდა მოსჭამო?!
ჰმ… ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ უნდა დამარცხდესო… საბოლოოდო, გეგონება აქამდე მის დამარცხებას ცოტაღა დააკლდა და ახლა საბოლოო იქნება.

მიდი, ბიჭო, ხაჭო ჭამე, ფისი ქენი, ,,ჩერგოს” კალთაში თავი ჩარგე, დაიძინე!” – წერს ზედელაშვილი