“თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, პასუხისგებაში მისაცემია… მტერია ის, ვინც ძალადობას ხელს აფარებს”

937

არ ვიცი, რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში, არ ვიცი, რომელია სიმართლე, რომელი ჭორი, მაგრამ ყველანაირი ძალადობა, თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, დასაგმობი და პასუხისგებაში მისაცემია, – ასე ეხმაურება მამა პეტრე კოლხი ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებს.

“იმედია გამოძიება სიმართლეს გამოავლენს და არავის ექნება მცდელობა, ვიმედოვნებ, არც ერთი მხარე შეეცდება ფაქტები დაამახინჯოს და მათთვის სასურველი სამოსით შეფუთოს ბავშვთა საქმე.

ზოგადად, ვინც პრობლემაზე საუბრობს ის არ არის მტერი და დამაქცევარი, მტერი ის არის, ვინც ძალადობას და უღმერთო ანგარიშსწორებას ხელს აფარებს.

და საერთოდ, დროა ქრისტიანობა ვისწავლოთ და მისი უმთავრესი პრინციპი-თ ა ნ ა ს წ ო რ ო ბ ა ცხოვრების წესად ვაქციოთ.
ვეიჯნები ძალადობას, აგრესიას, ქრისტეს სახელით საკუთარი სიბნელის ტირაჟირებას!..”- წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.