ლოლა ახალი სიყვარულის შესახებ უკვე თამამად საუბრობს და ამბობს, რომ თავისი რჩეულის დედაც გაიცნო, რომელსაც მარგო ჰქვია.
რამდენიმე თვის წინ ლოლა ,,სარკესთან” ყვებოდა, რომ საფრანგეთში მცხოვრებ სომეხ მამაკაცთან ჰქონდა მიმოწერა და ის სთხოვდა, რომ საფრანგეთში ჩასულიყო.
ლოლა ქმართან, გიორგი წერეთელთან გაშორების შემდეგ თავს ცუდად გრძნობდა, იყო ტკივილი, სევდა, მაგრამ ახლა მის ცხოვრებაში აბსოლუტურად ახალი ეტაპი დაიწყო.