იშვიათი შემთხვევა საქართველოში – ქალმა, რომელიც 1 თვეში ბავშვს ელოდება, ორსულობის შესახებ დღეს გაიგო

1,054

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც მეან-გინეკოლოგი ქეთევან მგალობლიშვილი პაციენტის უიშვიათეს ამბავს გვიყვება. ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა გოგონა უკვე ორსულობის 34-ე კვირაშია და ამის შესახებ მან მხოლოდ დღეს შეიტყო:

„ძალიან იშვიათი შემთხვევა: მაიკო მექვაბიძე სულ რაღაც 1 თვეში ელოდება მშობიარობას, ხოლო ორსულობის შესახებ მხოლოდ დღეს გაიგო!

მაიკოს პირველი 2 ორსულობა თვითნებითი შეწყვეტით დასრულდა, მას შემდეგ 2 ორსულობა ექიმ-გინეკოლოგის – ქეთევან მგალობლიშვილის მკურნალობით შენარჩუნდა. პაციენტმა გარკვეული ჩივილებით დღეს მოგვმართა და გასინჯვისას ექიმ-ექოსკოპისტმა ლელა მალანიამ 34 კვირის ორსულობა დაადასტურა. პირველი 2 გოგონაა და მესამე ბიჭს ველოდებით ბედნიერ დედობას და მშობიარობას ვუსურვებთ“, – ამბობს ქეთევან მგალობლიშვილი.